11:28:48     14-09-2021
“ბუსტერ” დოზით მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია საჭირო არაა - ჯანმო
კორონავირუსის დამატებითი, ე.წ. “ბუსტერ” დოზით მთელი მოსახლეობის აცრა საჭირო არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერების ერთობლივ სტატიაშია აღნიშნული, რომელიც სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერების განმარტებით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით მეტი მტკიცებულებაა საჭირო.
“ბუსტერ” დოზასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა იყოს ადეკვატურად კონტროლირებადი კლინიკური ან ეპიდემიოლოგიური მონაცემების ზუსტ ანალიზზე, ან ორივეზე. არსებული მტკიცებულებები არ აჩვენებს, რომ საჭიროა „ბუსტერ“ დოზის მთელს მოსახლეობაში გამოყენება,“- ნათქვამია სტატიაში