სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს - ხატია დეკანოიძე სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს - ხატია დეკანოიძე />


  11:21:50     14-09-2021

სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს - ხატია დეკანოიძე

1631604441khatia_2.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ფარული მასალების გავრცელების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

„სუს-ის უფროსი ლილუაშვილი არის ყველაზე უფრო საზიზღარი უკანონობის ჩამდენი.

ივანიშვილის ძალაუფლება არ დგას ღარიბაშვილზე, ის ბოროტია მხოლოდ და ხმაურობს. არაფერს ეკითხება უფროსი.

ივანიშვილის ძალაუფლება დგას ზუსტად სუს-ზე და ამ ამორალურ, ნამდვილად ყველაფრის მკადრებელ ლილუაშვილზე.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლილუაშვილს“,- წერს დეკანოიძე.


ავტორი: პრესა.ჯი