"ხათუნასგან ვიღებდი ინფორმაციას და გადავცემდი რუსეთის სამსახურს და ამაში ვიღებდი ფულს " -  მეუფე ნიკოლოზი "ხათუნასგან ვიღებდი ინფორმაციას და გადავცემდი რუსეთის სამსახურს და ამაში ვიღებდი ფულს " - მეუფე ნიკოლოზი /> "/> " />


  11:18:14     14-09-2021

"ხათუნასგან ვიღებდი ინფორმაციას და გადავცემდი რუსეთის სამსახურს და ამაში ვიღებდი ფულს " - მეუფე ნიკოლოზი

1631604028publika.ge-149042885-121251899893922-7293663340659275492-n.jpg

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ჩანაწერებს, რომელიც მასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ფაილებშია, "სისულელეს" უწოდებს.

"მე მაგალითად, არც მაინტერესებს, არც წავიკითხავ ამ ჩანაწერებს. მე ვთქვათ გამოვდივარ ჯაშუში, ხათუნასგან ვიღებდი ინფორმაციას და გადავცემდი რუსეთის სამსახურს და ამაში ვიღებდი ფულს და რაღაცა სისულელე ფულია დასახელებული... ლუგარის ლაბორატორიაზე თუ მე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რომელიც უცხოეთს უნდა გადავცე, კარგად ყოფილა ლუგარის ლაბორატორიის საქმე. 

მარტივ რაღაცას გეტყვით, რის გამოც ვერ ქინება შანტაჟის თემა - რომც მქონდეს რაღაც ასეთი ჩადენილი, ის, რომ ვითანამშრომლო უფრო დიდი კომპრომატი იქნება. გამორიცხულია, რომ ასე ზემოქმედება მოახდინონ",- ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 


ავტორი: პრესა.ჯი