"ყველა მერობის კანდიდატი არის ვალდებული მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში" - ნიკა მელია "ყველა მერობის კანდიდატი არის ვალდებული მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში" - ნიკა მელია /> "/> " />


  23:08:52     13-09-2021

"ყველა მერობის კანდიდატი არის ვალდებული მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში" - ნიკა მელია

1631560372nika-melia.png.jpg

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელია გამოეხმაურა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას მიერ დებატებში გამოწვევას.

მისი თქმით, ყველა მერობის კანდიდატი არის ვალდებული მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში.

"მე არც ერთ მერობის კანდიდატთან არ მაქვს პრობლემა. ყველა მერობის კანდიდატი არის ვალდებული მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში და ბუნებრივია ეს დებატები უნდა შედგეს ნებისმიერ ტელე-ეთერში. ჩვენ ვხედავთ კახა კალაძის  რომელიც თავს არიდებს და მე მესმის მისი სავსებით, ვინაიდან, იგი არ არის დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, იცის რომ უხერხულია დებატებში შესვლა ოპონენტებთან, რომლებმაც იციან ბევრი რამ მის შესახებ. რაც შეეხება ბატონ გახარიას, იქნება ეს ტელეკომპანია "იმედი" თუ სხვა, ბატონი კალაძე იქნება, ბატონი გახარია თუ ორივე ერთად - რა თქმა უნდა მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი ტელეკომპანიის საეთერო სტუდიაში. მე პატივი მინდა ვცე ამომრჩეველს და ნებისმიერი კანდიდატი ვალდებულია პოტენციურ ამომრჩეველს მოასმენინოს რას ჰპირდება, ამიტომ ნებისმიერ ფორმატში მე მზად ვარ, ნებისმიერ კანდიდატთან სადებატოდ", - განაცხადა მელიამ.


ავტორი: პრესა.ჯი