20:14:29     13-09-2021
არასრულწლოვნების დაპირისპირება - დაჭრილია 3 მოზარდი
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დიდუბეში მომხდა დაპირისპირებაზე მონაწილეები 13- 15 წლის მოზარდები არიან. მათ ჭრილობები გულმკერდის, წელისა და ბარძაყის არეში, დანით აქვთ მიყენებული. სულ 3 მოზარდია დაჭრილია. ისინი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე - თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ზე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.