მასალები საპატრიარქოს გამოუქვეყნა ხელისუფლებამ - კილაძე მასალები საპატრიარქოს გამოუქვეყნა ხელისუფლებამ - კილაძე />


  20:11:36     13-09-2021

მასალები საპატრიარქოს გამოუქვეყნა ხელისუფლებამ - კილაძე

1631549638ელისო-კილაძე.jpg

მასალები საპატრიარქოს გამოუქვეყნა ხელისუფლებამ, რომ მათი მადა ჩაახშონ - ელისო კილაძე სუს-ის აუდიოფაილების გავრცელების ვერსიებზე "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი სწორედ ხელისუფლების დაგეგმილია და მიზნად ისახავს ეკლესიის დისკრედიტაციას, რადგან კვლევებით, ამ  ინსტიტუციას ყველაზე მაღალი ნდობა აქვს   

"აქ შეიძლება გამოითქვას ვარაუდები. საპატრიარქო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ რაღაც სერიოზული პრეტენზიებით იყო ხელისუფლებასთან, რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, გამოუქვეყნეს მასალები და გამოუქვეყნა ხელისუფლებამ, რომ მათი მადა ჩაახშონ" - ამბობს კილაძე "დღის სტუმარში" საუბრისას.


ავტორი: პრესა.ჯი