ნიკოლოზ კალაძე - ეს არის პირი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სუსში ეკლესიის შექმნილ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ კალაძე - ეს არის პირი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სუსში ეკლესიის შექმნილ ჯგუფს ხელმძღვანელობდა />


  15:42:11     13-09-2021

ნიკოლოზ კალაძე - ეს არის პირი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სუსში ეკლესიის შექმნილ ჯგუფს ხელმძღვანელობდა

1631533392241749520_395963678554290_124766962755138174_n.jpg

 სუსიდან გაჟონილი ათობით ფაილი, რომელიც სასულიერო პირების უკანონო მოსნებებს, თვალთვალს, მუქარასა და შანტაჟს ეხება, სრულად წარმოაჩენს ქართული ოცნების ხელისუფლების ლპობის ბოლო ფაზას. 
 ეს არის ინფორმაცია სინოდის წევრების საყვარლებზე, დანაშაულობებზე, რუსულ კავშირებზე, ფულზე, პირად ცხოვრებასა და პოლიტიკურ მრწამსზე... 
მეტიც, პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ სუსში შექმნა სპეციალური სამსახური, რომელიც მხოლოდ სასულიერო პირების შესახებ აგროვებდა მაკომპრომეტირებელ ცნობებს. 
 ეს სამსახური მუშაობდა საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქის დისკრედიტაციაზე, იწერდა და უთვალთვალებდა ყველას, ვისი დაშანტაჟებაც რეჟიმის აზრით, მნიშვნელოვანი იყო. 
ათობით ფაილი შეიცავს უკიდურესად პირადი ხასიათის ტექსტს, ფაქტს, მონაცემებს, რის გამოც ჩვენ უარს ვაცხადებთ სასულიერო პირების იდენტიფიცირებაზე. 
 თუმცა, ამავე დროს, მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ სუსში, ეკლესიის წინააღმდეგ შექმნილ სამსახურში, რომელიც სასულიერო პირებს უთვალთვალებდა და უსმენდა ფარულად, 10-მდე პირი მუშაობდა. ამ ჯგუფს კი ნიკოლოზ კალაძე ხელმძღვანელობდა.  


ავტორი: პრესა.ჯი