"თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი არ გვჭირდება" -  მიხეილ სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს "თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი არ გვჭირდება" - მიხეილ სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს /> "/> " />


  12:11:08     13-09-2021

"თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი არ გვჭირდება" - მიხეილ სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს

1631520927misa.jpg

 მიხეილ სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ჯარიდან საუკეთესო ოფიცრები გააქცია. 

 "თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი არ გვჭირდება საქართველოს. თქვენ გახსოვთ, რომ მრავალი წელი კრძალავდა სამხედრო აღლუმებს. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტში უხდის ხელფასს, იმისთვის, რომ მათ არ შეუქმნან პრობლემები და გააკონტროლონ დანარჩენი ჯარი. სამაგიეროდ, ყველა სხვა საკითხი, რომელიც ეხება ჩვენ შეიარაღებულ ჯარებს არ წყდება. ბინები, მივლინებები, მთელი ეს წლები ნაწილდება ნეპოტიზმით, ნაცნობობით, ნათესაობით და არავითარ შემთხვევაში დამსახურებით. საუკეთესო ოფიცრები, ბევრი მათგანი გააქციეს ჯარიდან და დანარჩენებს გაქცევაზე უჭირავთ თვალი. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიშები პრაქტიკულად ნულზეა ჩამოყვანილი. ეს არის სამარცხვინო და შეუთავსებელი სიტუაცია ქართველი კაცის სულთან", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.


ავტორი: პრესა.ჯი