პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ - განათლების სამინისტრო პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ - განათლების სამინისტრო />


  19:42:39     07-09-2021

პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ - განათლების სამინისტრო

1631029505acharaskolalk-750x430.jpg

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში, არამედ 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ. 

"ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში  დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.  აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


ავტორი: პრესა.ჯი