18:49:39     06-09-2021
ვაზისუბნის დასახლებაში ცოტა ხნის წინ ახალგაზრდას ესროლეს

დაჭრა თბილისში - ვაზისუბნის დასახლებაში ცოტა ხნის წინ ახალგაზრდას ესროლეს. თვითმხილველებმა ჯერ ხმაური და ყვირილი გაიგეს, გარეთ გასულებს კი ძირს დაგდებული მამაკაცი დახვდათ. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამსახური იყო მობილიზებული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.