ლიბიის ომი რუსეთს 4 მილიარდი დაუჯდა ლიბიის ომი რუსეთს 4 მილიარდი დაუჯდა />


  10:39:18     20-08-2011

ლიბიის ომი რუსეთს 4 მილიარდი დაუჯდა

a9153.jpg

რუსეთმა ლიბიაში ომის გამო 4 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამ თანხაში შედის ხელიდან გაშვებული მოგებაც და ადრე დადებული კონტრაქტების რეალიზების ჩაგდებაც. ამჟამად, რუსეთი ლიბიას, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, იარაღს არ აწვდის.

რამდენიმე კვირის წინ, როგორც ცნობილია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟიუპემ აღიარა, რომ მისი ქვეყანა იარაღს აწვდიდა ლიბიელ მეამბოხეებს ბენღაზიში. მისი თქმით, საფრანგეთს ამ დროს არ დაურღვევია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, ვინაიდან მისი ერთ–ერთი პარაგრაფი ტოვებს ასეთ შესაძლებლობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავკაცმა სერგეი ლავროვმა თავის მხრივ გამოაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს #1973 რეზოლუციის მე–4 პარაგრაფი, რომელსაც იმოწმებს მისი ფრანგი კოლეგა, "საშუალებას აძლევს ვისაც გინდა გააკეთოს ის, რაც სურს".

army.ge

0

ავტორი: