ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა არ მოიხსნას ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა არ მოიხსნას />


  23:50:44     30-08-2021

ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა არ მოიხსნას

1630353126tra.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საფუძველი არ არსებობს. გაბუნიას თქმით, ვითარება საკმაოდ რთულია, კლინიკები გადატვირთულია და ყველა რეგულაცია, რომელიც ძალაშია მაქსიმალური სიმკაცრით უნდა აღსრულდეს.

"არანაირი შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია არის საკმაოდ რთული, კლინიკები გადატვირთულია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია მაქსიმალური სიმკაცრით უნდა აღსრულდეს",- თქვა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება კითხვას, მოიხსნება თუ არა 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, გაბუნია ამბობს, რომ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.


ავტორი: პრესა.ჯი