00:22:17     27-08-2021
ქაბულის აეროპორტთან თავდასხმას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC და სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებენ.
მათივე ცნობით, შესაბამისი განცხადება „ტელეგრამზე“ გავრცელდა. დაჯგუფების თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ე.წ. შაჰიდის ქამარი აამოქმედა. მანამდე ასევე გაიჟღერა ამერიკის თავდაცვითი უწყების ოფიციალური პირების ვერსიებმა, რომ თავდასხმა „ისლამური დაჯგუფების“ რეგიონულმა "ბოევიკებმა" მოაწყეს.