გაუქმდეს სრულად ვაქცინირებულებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით - ენმ ხელისუფლებას მიმართავს გაუქმდეს სრულად ვაქცინირებულებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით - ენმ ხელისუფლებას მიმართავს />


  13:00:54     26-08-2021

გაუქმდეს სრულად ვაქცინირებულებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით - ენმ ხელისუფლებას მიმართავს

1629968608swe.png

"მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მკვლელ ხელისუფლებას" - აცხადებენ ენმ-ში და სრულად ვაქცინირებულების წახალისებისთვის, ვაქცინაციის პოპულარობის მიზნით, ხელისუფლებისგან ითხოვენ:

  • სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას იმისთვის, რომ ექიმებს დაეხმარონ; 
  • ვაქცინაციის პოპულარობისა და წახალისებისთვის - გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით;​
  • ​სრულად ვაქცინირებულებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;
  • სოციალურად დაუცველ ვაქცინირებულებს დამატებით 1 თვის სოციალური დახმარება ჩაერიცხოთ;
  • სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს, დამატებით მიეცეთ ნახევარი თვის პენსია 
  • სრულად ვაქცინირებული და თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი. 
  • გარდა ამისა, დაიწყოს მსჯელობა ბუსტერ დოზებზე.

ხატია დეკანოიძე ეპიდემიოლოგებსაც მიმართავს და მოუწოდებს, წარმოადგინონ პროგნოზი, საით მიდის ქვეყანა და რა გველოდება უახლოეს პერიოდში.


ავტორი: პრესა.ჯი