12:44:31     25-08-2021
ოპოზიციამ რუსთავში მერობის ერთიანი კანდიდატი, დავით კირკიტაძე წარადგინა
"ტოტალური მარცხი უნდა ვაგემოთ ქართულ ოცნებას 2 ოქტომბერს" - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია დავით კირკიტაძის წარდგენაზე.
ოპოზიციამ კირკიტაძე რუსთავის მერობის ერთიან კანდიდატად ოფიციალურად დღეს წარადგინა და რუსთაველებს 2 ოქტომბრის მნიშვნელოვან არჩევნებზე ესაუბრა.
"ერთობის შემთხვევაში შანსი არ აქვს "ოცნებას" აიღოს 40%-ზე მეტი და მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა" - ამბობს ზურა გირჩი ჯაფარიძე. მისი თქმით, 2 ოქტომბერს ხელისუფლება ლეგიტიმაციის ტესტს ვერ ჩააბარებს.
ეს არის წინაკოალიციური ვითარება - ამბობს "ლელეოს" წევრი საბა ბუაძე ოპოზიციური გაერთიანებაზე და კანდიდატებზე შეთანხმებაზე საუბრისას.
"გავერთიანდით იმისათვის, რომ ცვლილებები მოვიტანოთ თქვენთან ერთად" - ამბობს ბუაძე.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის თქმით, 2 ოქტომბერს უნდა დამარცხდეს ძალა, რომელმაც ქვეყანა უკან დახია