"თუ ეს გასაკეთებელია და პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს წნეხს და ვეღარ უძლებენ ჩვენი ინფორმაციით" - მელია "თუ ეს გასაკეთებელია და პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს წნეხს და ვეღარ უძლებენ ჩვენი ინფორმაციით" - მელია /> "/> " />


  18:43:11     24-08-2021

"თუ ეს გასაკეთებელია და პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს წნეხს და ვეღარ უძლებენ ჩვენი ინფორმაციით" - მელია

1629816292nika-melia-part.jpg

თუ პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია „ლოქდაუნით“ ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ - ამბობს  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით.

მელიას თქმით, ამ საკითხზე მთავარი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს. 

"თუ ეს გასაკეთებელია და პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს წნეხს და ვეღარ უძლებენ ჩვენი ინფორმაციით და არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლებასა და ეპიდემიოლოგებს შორის, ამის თაობაზე საუბარი უნდა გაიხსნას მათი მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია, რეალობას გავუსწორებთ თვალს" - თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ომბუდსმენი გამოდის ინიციატივით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები არჩევნები გადაიდოს. 


ავტორი: პრესა.ჯი