00:27:41     24-08-2021
შატილის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა
დღეს, 23 აგვისტოს, ზუსტად 1 წელი გავიდა, რაც შატილში მოგზაურობა 17 ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი ხევსურეთში 2020 წლის 23 აგვისტოს თბილისიდან ერთღიანი ტურით გამთენიას წავიდნენ. უკან დაბრუნებისას კი გზაზე მათი მიკროავტობუსი ხევში გადაიჩეხა. 17-ვე ადგილზე გარდაიცვალა.
22 წლის ხატია ზაალიშვილი, 25 წლის მედეა დევსურაშვილი, 26 წლის კობა ყაჭიური, 31 წლის ნუცა ყანადაშვილი, 68 წლის დავით სისაური..
სოფელ ბისოსთან, 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსში ისხდნენ კომპანია "სისაურის ხინკლის'' თანამშრომლები. ოჯახებთან ბოლო სატელეფონო კონტაქტი შატილიდან ჰქონდათ. ტრაგედიის შესახებ კი მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაიგეს. ავარიას კომპანიის დირექტორი დავით სისაური და მისი ხუთივე თანამშრომელი ემსხვერპლა.