40 დღე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 40 დღე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან />


  16:16:33     19-08-2021

40 დღე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან

1629375450l-2.jpg

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე გავიდა. ტელეკომპანია პირველის ოპერატორი 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების ძალადობის მსხვერპლი იყო, ის მოძრაობა სირცხვილიას ოფისის სადარბაზოში სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, თუმცა ჯერ ისევ თავისუფლებაზე არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. მათ დასჯას კი მედიის გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ.

დღეს, 16:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრები, მეგობრები და მედიის წარმომადგენლები მის საფლავზე შეიკრიბებიან


ავტორი: პრესა.ჯი