15:46:23     18-08-2021
"ბრენდ "ანუკი"-ს, დაარსებიდან დღემდე არავითარი ..."
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მათი ფორმებს ანუკი არეშიძე კერავს, თავად დიზაინერი გამოეხმაურა. როგორც არეშიძე წერს, მის ბრენდს "თბილსერვის ჯგუფთან" არავითარი "პირდაპირი ან ირიბი" შეხება არ ჰქონია:
"მსურს, გავაკეთო ოფიციალური კომენტარი გუშინ, მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ბრენდ "ანუკი"-ს, დაარსებიდან დღემდე არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს ან სხვა სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების ან სხვა ტიპის სამოსის წარმოებასთან. ასევე ვადასტურებ, რომ, არც კომპანიის მომავალ გეგმებში შედის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა", - წერს ანუკი არეშიძე.