22:03:54     11-08-2021
ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და არ უნდა ხდებოდეს დაძალება - პატრიარქი
ვაქცინაციასთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს, ნათქვამია, რომ აცრები ნებაყოფლობითი უნდა იყოს და დაძალება არ უნდა ხდებოდეს:
“ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია." ნათქვამია განცხადებაში.