საქართველოსბანკის მხარდაჭერით „ლიტერატურული კამპუსები“ მოეწყობა საქართველოსბანკის მხარდაჭერით „ლიტერატურული კამპუსები“ მოეწყობა />


  11:41:50     03-08-2021

საქართველოსბანკის მხარდაჭერით „ლიტერატურული კამპუსები“ მოეწყობა

1627976827კამპუსი სტუდენტებისთვის_03.08.2021..png

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში  სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე სტუდენტური კამპუსები მოეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ქართველი მწერლები და რეჟისორები, მათთან ერთად ისაუბრონლიტერატურაზე, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა სფეროებზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას განივითარონ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარები.  ასევე, ნახონ ფილმები, ჩაერთონ მათ განხილვაში; შეიძინონ  ახალიინტერესები და მეგობრები.

კამპუსები თელავში მოეწყობა, მასში მონაწილეობას თბილისის უმაღლესი და  პროფესიული სასწავლებლების 80 სტუდენტი მიიღებს. პროექტის ფარგლებში დღეში ორ-ორი ლექცია ჩატარდება. სტუდენტებს ლიტერატურისა და კინოს შესახებ ესაუბრებიან მწერლები: ანა კორძაია-სამადაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ეკო დეისაძე, ტორესა მოსი, გიორგი კეკელიძე, რეჟისორები უტა ბერაია, პაატა ციკოლია და კინომცოდნე, ნენო ქავთარაძე. საუბრების სპექტრი მოიცავს, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ხელოვნებასაც.

„სტუდენტური კამპუსის“ მიზანია ქართველ სტუდენტებს სალიტერატურო პროცესებზე, ბოლო კვლევებსა და ტენდენციებზე მიაწოდოს ინფორმაცია და გაზარდოს მათი ინტერესი შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების მიმართ. პროექტში ჩართულობა შესაძლოა, სამომავლოდ განმსაზღვრელიც კი აღმოჩნდეს მათ მიერ პროფესიის ან სამუშაო მიმართულების არჩევისას. ჩვენი მიზანია, ბანაკიდან დაბრუნებულ სტუდენტს გავუღვივოთ ინტერესი გახდეს მკითხველი, სწორედ გაიაზროს წაკითხული ტექსტი თუ ნანახი ფილმი და გაუჩნდეს სურვილი, ყოველთვის ეძიოს ახალი შესაძლებლობები“, - აცხადებს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ვუჭერთმხარს. კამპუსი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, სფეროს წარმომადგენლებისგან შეიტყონ კიდევ უფრო მეტი კინოსა და ლიტერატურაზე, ჩაერთონ შემეცნებით და ჯგუფურ აქტივობებში და აღმოაჩინონ ახალი ინტერესები. საქართველოს ბანკის მიზანია ამ და სხვა პროექტებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას და ფორმალური თუ არაფორმალურიგანათლებისთვისსაჭირო რესურსებზე წვდომას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც  საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობს მიზნით ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას  აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka

 

 

 

 

 

 

 


ავტორი: R