ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, სავარაუდოდ, ნიკა მელია იქნება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, სავარაუდოდ, ნიკა მელია იქნება />


  21:12:15     21-07-2021

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, სავარაუდოდ, ნიკა მელია იქნება

1626887611nika-melia-part.jpg

თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, სავარაუდოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იქნება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული.

"ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის, იყოს ერთიანი კანდიდატი. ეს კვირა არის ბოლო დღეები, როცა ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ სხვა ოპოზიცურ პარტიებთან, აქ ყველა პარტიაა ჩართული, როგორც საპარლამენტო, ძირითადი ოპოზიციური ძალები, ასევე არასაპარლამენტო პარტიები",- თქვა ხატია დეკანოიძემ.


ავტორი: პრესა.ჯი