საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა />


  11:44:21     21-07-2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

162685352055269867_401 (1).jpg

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 627 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 135 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 492 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 415 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.53%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე.


ავტორი: პრესა.ჯი