თბილისში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა  - ბავშვი რეანიმაციაშია თბილისში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა - ბავშვი რეანიმაციაშია />


  23:51:53     18-07-2021

თბილისში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა - ბავშვი რეანიმაციაშია

1626638077ert.jpg

თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას გვიდასტურებს კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი. 

 30 წლამდე ქალს საკეისრო კვეთა ნაადრევად, 36-ე კვირას უტარდებოდა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო ის გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 17 ივლისს მოხდა.

რატიანის თქმითვე, ახალშობილი გადარჩა, აპარატიდან მოხსნილია და ამ დროისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 


ავტორი: პრესა.ჯი