ზაზა გახელაძე - დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი ზაზა გახელაძე - დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი />


  19:57:31     14-07-2021

ზაზა გახელაძე - დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი

1626278388ZAZA.jpg

ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა, - ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ, ერგნეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

„კარგად ვარ. არ ველოდებოდი ნამდვილად. დღეს ყოველ შემთხვევაში არ ველოდებოდი, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით კარგად დამთავრდა. დღეს უფლის წყალობით ყველაფერი კარგად არის. მივესალმები ოჯახს აქედან. დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, ერთი თვე აქ დგომა მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ და ხვალ, ზეგ, მაზეგ, არსად წასვლას არ ვაპირებ. არც აქ წამოვედი ჩემი ნებით, მაგრამ…“, – განაცხადა ზაზა გახელაძემ.


ავტორი: presa.ge