09:57:10     14-07-2021
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! - ამ მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი ! დაისაჯოს ყველა მოძალადე! - აღნიშნული მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.
კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“.
ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.