12:59:11     12-07-2021
მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ

პარლამენტში ხმაურია. რამდენიმე წუთის წინ მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ, მათ შორის არიან ვატო წერეთელი და ვახო სანაია.
მათთან ერთად იმყოფებიან ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატებიც.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. დარბაზში სწორედ სხდომა უნდა გამართულიყო.