"რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი, წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ" - ღარიბაშვილი "რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი, წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ" - ღარიბაშვილი /> "/> " />


  11:28:22     12-07-2021

"რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი, წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ" - ღარიბაშვილი

1626075053kio.jpg

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს. მან გუშინ "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავს გარდაცვალების გამო გამართულ მასშტაბურ აქციას სახელმწიფოს წინააღმდეგ წარუმატებელი შეთქუმლება უწოდა.

"რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი, წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში. ეს ტრაგედია, ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ  ამ ადამიანის ტრაგედიის გამოყენება სცადეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.  რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტერაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მოზნების მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება უმკაცრესად დასჯილი. კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ძალადობას ქვეყანაში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ავტორი: პრესა.ჯი