ყოველ დღე უკეთებდნენ მორფინს, ბოლო გაკეთების ეპიზოდი 8 რიცხვით თარიღდება - ექსპერტი ყოველ დღე უკეთებდნენ მორფინს, ბოლო გაკეთების ეპიზოდი 8 რიცხვით თარიღდება - ექსპერტი />


  10:52:35     12-07-2021

ყოველ დღე უკეთებდნენ მორფინს, ბოლო გაკეთების ეპიზოდი 8 რიცხვით თარიღდება - ექსპერტი

1626073705mo.jpg

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეში ტელეკომპანია "პირველის" ინიციატივით ჩაერთო, ამბობს, რომ ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებით, ლექსო ლაშქარავას ორგანიზმში მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის კვალია, რომელიც მას ბოლოს 8 რიცხვში გაუკეთდა.

"ინექციის კვალი ორი მიმართულებით იყო საზარდულის მიდამოებში. ბოლო ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებით, რაც მე ვნახე და შევისწავლე ყოველ დღე უკეთებდნენ მორფინს, თითო ამპულას დღეში რამდენჯერმეც იყო გარკვეული დღე, დეტალებში არ შევალ. ბოლო მორფის გაკეთების ეპიზოდი დაფიქსირებულია 8 რიცხვის თარიღით, შესაბამისად ამით ოფიციალურად მას ნარკოტიკული ნივთიერება არ გაუკეთებია",- თქვა ალექსანდრე გეჯაძემ.


ავტორი: პრესა.ჯი