10:45:01     12-07-2021
ემიგრანტებმა აქცია ნიუ-იორკშიც გამართეს
გადადგეს მკვლელი მთავრობა - ამ გზავნილით აქცია საქართველოს საკონსულოსთან ნიუ-იორკშიც გაიმართა.
"ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლება მთელი შემადგენლობით იქნას დაბლოკილი დასავლეთის პარტნიორი ქვეყნებისგან. მაგნიცკის ტიპის სია შედგეს და ამ სიის მოხვდნენ ისინი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ისევე როგორც წინა შემთხვევაში და მოვითხოვთ ყველა დამნაშავის იდენტიფიცირებას. ყველას კანონის უმკაცრესი ზომით დასჯას და საერთაშორისო მონიტორინგს ამ პროცესზე",- თქვა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.