11:42:16     06-07-2021
საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 591 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ მონაცემები დღეს, 6 ივლისს საიტზე პირველად განახლდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 371 293
- გამოჯანმრთელებულია - 355 718
- გარდაცვლილია - 5 383
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25 606, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 693, PCR ტესტით - 9 913
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,49%, ბოლო 14 დღის - 3,01%, ბოლო 7 დღის - 3,68%
- კარანტინის რეჟიმში - 69
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 961
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 837