როგორ აირჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს როგორ აირჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს />


  15:26:19     30-06-2021

როგორ აირჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს

1625052500108080371_10157835992352670_8655432460014773965_n.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი ახალი წესით აირჩევს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა 28 ივნისს მიიღო, სწორედ ამ კანონპროექტშია განსაზღვრული თამარ ჟვანიას შემცვლელის არჩევის პროცედურა.

 ცვლილების მიხედვით უნდა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც არასამთავრობო სექტორისგან დაკომპლექტდება, ისინი პრეზიდენტს რამდენიმე კანდიდატურას წარუდგენენ. 

კანონის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც საკონკურსო კომისიიის მეშვეობით შეარჩევს. ამის შემდეგ კი ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს. 

დეპუტატების ხმების 2/3 საჭიროა იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე 5 წლის ვადით დამტკიცდეს, იმ შემთხვევაში კი თუ ასე არ მოხდა, მას 6 თვის ვადით აირჩევენ. 

ცესკოს თავმჯდომარეს 2 მოადგილე ეყოლება, მათგან ერთი არჩეული უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებიდან. ცესკო-ს თავმჯდომარის კიდევ ერთი წევრი ოპოზიციური პარტიების მხრიდან იქნება არჩეული, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას შეასრულებს.


ავტორი: პრესა.ჯი