12:10:33     24-06-2021
კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი გადაუხდელი ჯარიმები გაუქმდება
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტს წარედგინა 2 კანონპროექტი რომელიც იმ პირებს ეხებათ, რომლებსაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
ინიციატივის ფარგლებში ამ პირებს ამნისტია შეეხებათ.
"ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება, დაახლოებით 245 000-ზე მეტი ჩვენი მოქაალქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.