10:58:57     24-06-2021
მღვდელი, რომელმაც 7 ეპისკოპოსს მჟავა გადაასხა დააკავეს
ათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც მართლმდადიდებელი ეკლესიის შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა.
BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 36 წლის მღვდლის მიმართ დისციპლინარული ზომების გატარებაზე მსჯელობდნენ.
სამი მღვდელი კლინიკაში მკურნალობს, მათ დამწვრობა ძირითადად სახეზე აქვთ მიღებული. ასევე დამწვარია, პოლიციელი, რომელიც ადგილზე მღვდლების დასახმარებლად მივიდა, BBC-ის ინფორმაციით, ისიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ეჭვმიტანელი, რომლის განკვეთაზეც მღვდლები მსჯელობდნენ, ნარკოტიკების გაყიდვაშია ბრალდებული. ამავე თემაზე: