ისტორიული ძეგლი იტალიელი ექსპერტების ხელშია - გელათი დაიკეტა ისტორიული ძეგლი იტალიელი ექსპერტების ხელშია - გელათი დაიკეტა />


  22:30:07     23-06-2021

ისტორიული ძეგლი იტალიელი ექსპერტების ხელშია - გელათი დაიკეტა

1624473208229596752.jpg

რკინის ბოქლომი გელათის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭეს მეთორმეტე საუკუნის შემდეგ დღეს პირველად ედო. მიზეზად ხელისუფლებამ მათ მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები დაასახელა, რომლებმაც წესით უნიკალური ისტორიული ძეგლის სარემონტო სამუშაოები უნდა შეისწავლონ.

ოცნების ხელისუფლებას გასაიდუმლოებული აქვს ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ტაძრის მდგომარეობა უნდა შეისწავლონ. მესამე სექტორი ხელისუფლებისგან მოითხოვს გასაჯაროვდეს ამ ექსპერტების ვინაობა და მათი კვალიფიკაცია გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი. 

ტაძრის წინამძღვარის თქმით, სრულ იზოლაციაში ყოფნა მოწვეული ექსპერტების მოთხოვნა იყო, თუმცა სასულიერო პირების მოთხოვნით, ტაძარში წირვა ლოცვა და საკვირაო ქადაგებები მაინც ჩატარდება, ოღონდ სავარაუდოდ მრევლის გარეშე. 


ავტორი: პრესა.ჯი