11:13:34     17-06-2021
ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი ცოტა ხანში - ანდრია ჯაღმაიძე
ამ წუთებში ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხვდება. ეს მეუფე იაკობის, როგორც ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელის პირველი დიალოგია ომბუდსმენთან.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის წინ მედია შუტრმში დაადანაშაულა და თქვა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბავშვები ცოტახანში ტელევიზიებისგან იქნებიან დასაცავი.
"არის ძალიან პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში მეუფე იაკობმა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოასწრო უკვე ამ მცირე ხანში. მე მგონია, რომ დაგვავწიყდა ბავშვები, გავხსოვს მარტო როგორ შევაღწიოთ შიგნით. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისაგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი ცოტა ხანში, შტურმი დავამთავროთ ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდ გარემოში იცხოვრონ", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.