ევროპულმა სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო ევროპულმა სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო />


  23:26:01     16-06-2021

ევროპულმა სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო

1623871643imedinews-20.jpg

ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ევროპულმა სასამართლო ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!", - წერს თორნიკე მამალაძე.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ავტორი: პრესა.ჯი