გახარია, შესაძლოა, 100 მილიონზე მეტი ლარის გათეთრებასა და ამერიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მოხსენიებული ირანის გუშაგთა არმიასთან კავშირში დაადანაშაულონ გახარია, შესაძლოა, 100 მილიონზე მეტი ლარის გათეთრებასა და ამერიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მოხსენიებული ირანის გუშაგთა არმიასთან კავშირში დაადანაშაულონ />


  16:37:21     16-06-2021

გახარია, შესაძლოა, 100 მილიონზე მეტი ლარის გათეთრებასა და ამერიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მოხსენიებული ირანის გუშაგთა არმიასთან კავშირში დაადანაშაულონ

1623847247publika.ge-46.jpg

როგორც ჩანს, სისტემა ამუშავდა გახარიას საბრალდებო სკამზე დასასმელად.

მაგალითად: პროკურატურის მიერ დღეს გახმაურებული გამოძიება, ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, 15 მილიონზე მეტი დოლარის, 20 მილიონზე მეტი ევროსა და მილიონობით ლარის გათეთრების ფაქტზე, გახარიას ეკონომიკის მინისტრობის და მის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ეს პირდაპირ არის მითითებული პროკურატურის განცხადებაში (2016-2020 წლები).

მართლაც: როდესაც გახარია ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს, ირანული ინვესტიცია საეჭვოდ გაიზარდა 600%-მდე, რაც პირდაპირ დაუკავშირდა მას და რამაც ეჭვები გაუჩინა ამერიკელებს.

კერძოდ: გაჩნდა ვარაუდი რომ გახარია ჩართული იყო ირანული ფულის გათეთრების სქემაში, რომელიც ტრანსნაციონალური დანაშაულია. მეტიც, მაშინ, WALL STREET JOURNAL-მა და შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა არმიამ, რომელსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის, საქართველოში 150-ზე მეტი კომპანია გამოიყენა ირანული ფულის გასათეთრებლად, რაც ცხადია, ქართული ოცნების სამთავრობო ლობის გარეშე ვერ და არ მოხდებოდა.

სწორედ ამ ყველაფრის გაგრძელებაა პროკურატურის დღევანდელი ხმაურიანი განცხადება იმ განსხვავებით რომ რეაგირება მაშინ მოახდინეს, როდესაც პოლიტიკურად დასჭირდათ, გახარიას “გასანეიტრალებლად”.

მოკლედ, სავარაუდოდ, ჩვენი დროის სისხლიან ჯალათად შერაცხულ გახარიას, პოლიტიკურ “ეშაფოტს” უმზადებენ და უმძიმეს ბრალდებებს უკინძავენ, რომლის შემდეგაც ის დადანაშაულებული იქნება 100 მილიონზე მეტი ლარის გათეთრებასა და ირანის გუშაგთა არმიასთან დანაშაულებრივ კავშირებში. სავარაუდოდ, გახარიას შესთავაზებენ არჩევანს: ან უარს იტყვის მაგალითად, მოახლოვებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე (იმიტომ რომ ხმები არ წაართვას ქართულ ოცნებას) ან პირადად გამოცდის ბრალდებულის სვე-ბედს.


ავტორი: presa.ge