გამყრელიძე კომენდანტზე -  შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გავუწვეთ გამყრელიძე კომენდანტზე - შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გავუწვეთ />


  12:21:13     15-06-2021

გამყრელიძე კომენდანტზე - შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გავუწვეთ

1623745405publika.ge-12-000-2-000-5e679720a86a5.png

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე.

"დღეს ეს საკითხი [კომენდანტის საათის მოხსნა] არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, უმჯობესდება, მხედველობაში მაქვს, ინციდენტობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, დადებითობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით.

დღესაც 1 000 ახალი შემთხვევაა, გასაგებია, ეს სამშაბათის სინდრომია და სამშაბათობით ყოველთვის გვაქვს შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვილი, მაგრამ ახალი შემთხვევების რიცხვი მერყეობს 300-700-600-ს შორის. ეს ჯერჯერობით ისეთი მაჩვენებელია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამ ეტაპზე, სხვა შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გაუწევს.

რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ 10 დღე დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება"


ავტორი: პრესა.ჯი