23:40:32     13-06-2021
" ელექტრონული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ივანიშვილი, არის ერთადერთი შანსი, ბოლო მისთვის, ქაღალდზეც აღარ დატოვოს კვალი" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცესკოს რეორგანიზაციასა და ელექტრონულ არჩევნებზე Facebook პოსტს აქვეყნებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ელექტრონული არჩევნები არის ბიძინა ივანიშვილის შანსი, რომ გაყალბების შემთხვევაში, "ქაღალდზეც აღარ დატოვოს კვალი".
"არჩევნები საქართველოში შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ ავტორიტეტულმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ და ავტორიტეტული უცხოელების კონსროციუმმა. ყველა სხვა ელექტრონული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ივანიშვილი, არის ერთადერთი შანსი, ბოლო მისთვის, ქაღალდზეც აღარ დატოვოს კვალი და ყველაფერი გაასწოროს, - წერს მიხეილ სააკაშვილი.