მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოის კონსტრუქციული დიალოგი, რომელზეც  ჩვენი ასოციაცია ყოველთვის მოუწოდებდა ყველამხარეს - გიორგი აბრამიშვილი მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოის კონსტრუქციული დიალოგი, რომელზეც ჩვენი ასოციაცია ყოველთვის მოუწოდებდა ყველამხარეს - გიორგი აბრამიშვილი />


  13:50:35     12-06-2021

მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოის კონსტრუქციული დიალოგი, რომელზეც ჩვენი ასოციაცია ყოველთვის მოუწოდებდა ყველამხარეს - გიორგი აბრამიშვილი

1623491697198832313_584911022495617_5940000264746732922_n.jpg

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყო.

“არ შეიძლება საგნობრივი პროცესები გადაწყდეს ქუჩის რეჟიმში. მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიალოგმა გადაინაცვლოს კონსტუქციულ და აკადემიურ სივრცეში.

საკითხების დასმა და პრობლემების გაჟღერება უნდა მოხდეს იმ მხარისგან, ვისაც ეს პრობლემები და საკითხები გააჩნია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე გავცეთ დეტალური პასუხი, ამისთვის ვართ აქ წარმოდგენილები.

ასევე გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი მხარე მოითხოვს, ის ბიზნეს ასოციაციები, რომლებიც ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზურნავენ, იყვნენ განხილვის პროცესში წარმოდგენილნი უფრო მრავლად და არა მარტო ჩემი სახით და შესაბამისად იყვნენ მხარედ დაფიქსირებულნი". - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით დღეს მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს.

 


ავტორი: R