"ქართულ ოცნებას" 34,4, გახარიას 4,8 პროცენტი - მმართველი გუნდის დახურული კვლევის შედეგები "ქართულ ოცნებას" 34,4, გახარიას 4,8 პროცენტი - მმართველი გუნდის დახურული კვლევის შედეგები /> "/> " />


  11:57:05     10-06-2021

"ქართულ ოცნებას" 34,4, გახარიას 4,8 პროცენტი - მმართველი გუნდის დახურული კვლევის შედეგები

1623312317h_50540081.jpg

ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ქართული ოცნების მიერ ჩატარებული დახურული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებზე 43 პროცენტს ვერ აგროვებს.

მეტიც, მას, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად ართმევს ხმებს გახარიას პარტია, რომელსაც ქართული ოცნების დახურული კვლევის მიხედვით, 4,8 პროცენტი აქვს და ეს, შესაძლოა, მხოლოდ დასაწყისი იყოს.

ეს მაშინ, როდესაც იგივე კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების რეიტინგი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, მხოლოდ 34,4 პროცენტია.

მიუხედავად ამისა, გუშინ, პრემიერი ამტკიცებდა რომ არჩევნებზე, მისი გუნდი 53 პროცენტს ელოდება, რაც როგორც ჩანს, ქართული ოცნების ამომრჩევლების გასამხნევებლად გაკეთებული განცხადება იყო, რადგან ჩვენი ინფორმაციით, ღარიბაშვილი ამ კვლევის შედეგების შესახებ, დეტალურად არის საქმის კურსში.

ოპოზიციის ერთობა - გამარჯვების ფორმულა?

თუ ქართული ოცნების დახურული კვლევის შედეგებს დავეყრდნობით, გამოდის რომ ოპოზიციას საერთო წარმატების რეალური შანსი აქვს.

მართალია, კვლევის შედეგების მიუხედავად, ქართული ოცნება ტრადიციულად ეცდება ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ა.შ, თუმცა, გაზრდილი სიღარიბის, დამძიმებული სოციალური ფონის, პოლიტიკური კრიზისის, ივანიშვილის ხელისუფლებისადმი მზარდი იმედგაცრუებისა თუ გახარიას ფაქტორის გათვალისწინებით, მას 43 პროცენტამდე „ასვლა“ მაინც გაუჭირდება თუ:

  • ოპოზიცია გვერდით გადადებს პირად ამბიციებს და საერთო მიზნებისათვის გაერთიანდება.
  • თბილისსა თუ დიდ ქალაქებში ოპოზიციას, მერობის საერთო კანდიდატი ეყოლება და შექმნის კოალიციური მმართველობის მოდელს.
  • დაიცავს უბნებს.
  • ამომრჩეველს გაუჩენს გამარჯვების განცდას.
  • შემოივლის საქართველოს.
  • მოიწვევს რაც შეიძლება მეტ უცხოელ დამკვირვებელს.
  • იმოქმედებს კოორდინირებულად.
  • უარს იტყვის ურთიერთთავდასხმაზე.
  • რეაგირებას მოახდებს ყველა დარღვევაზე.
  • მებრძოლი და კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტებს საარჩევნო კომისიებსა და პარტიულ სიებს.    

წინ ჯერ კიდევ 4 თვეა, რაც დიდი დრო არ არის, მაგრამ სრულიად საკმარისია იმისათვის რომ ოპოზიციის მიერ ყველა ტრიბუნის გამოყენებითა და სწორი სტრატეგიით, ქართული ოცნება იძულებული გახდეს, გაყალბებითაც კი ვერ დაიწეროს 43 პროცენტი და შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.


ავტორი: presa.ge