შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს />


  10:49:00     09-06-2021

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

1623221425გიორგი_შაქარაშვილი.jpg

 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაიწყო. მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ადვოკატებმა გუშინ გაასაჩივრეს.

ბრალდებულების ინტერესების დამცველების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სასამართლო პროცესები არადისტანციურ რეჟიმში წარიმართოს, რაც მეორე ინსტანციამ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს.

 "ვინაიდან სისტემა არის ერთიანი და ჩვენ არ ვმიჯნავთ აპელაცია, კასაციასა და პირველ ინსტანციას,  ვფიქრობთ, რომ ვერ იქნებიან ბოლომდე დამოუკიდებელნი. ჩვენ ვაპირებთ, წავიდეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ცალსახად დადგინდება კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა",- თქვა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა.


ავტორი: პრესა.ჯი