10:47:01     09-06-2021
საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 866 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 351 249
- გამოჯანმრთელებულია - 335 895
- გარდაცვლილია - 4 982
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 38 478, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 864 , PCR ტესტით - 14 614
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,13%, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,73%
- კარანტინის რეჟიმში - 34
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 210
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 635
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.