11:09:35     07-06-2021
საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1014 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 349 405
- გამოჯანმრთელებულია - 334 519
- გარდაცვლილია - 4 934
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 11 117, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 477 , PCR ტესტით - 5 640
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,76%, ბოლო 14 დღის - 2,88% , ბოლო 7 დღის - 2,98%
- კარანტინის რეჟიმში - 35
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 428
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 627
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 174 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 157 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,7 მილიონზე მეტი.