20:12:26     05-06-2021
აბდულა ისმაილოვი: ვგმობ რუსეთში, პოლიციელის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს და დამნაშავის გათავისუფლებას
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აბდულა ისმაილოვი 2021 წლის 5 ივნისს, რუსეთში, პოლიციელის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის, 19 წლის ახალგაზრდას მკვლელობის შემზარავ ფაქტს ეხმაურება და გმობს მომხდარს. ისმაილოვი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ზემოხსენებულ ფაქტს და მიიღოს ქმედითი ზომები. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ახალგაზრდა პოლიციის ტყვიას მისი დაკავებისას ემსხვერპლა.
მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ მოკლულ ახალგაზრდასა და მის თანხმლებ პირს პოლიციელები ძალის გამოყენებით აკავებენ. ოჯახი მომხდარის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, ვინაიდან, ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.