ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი კარმენის სამშობლოში ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი კარმენის სამშობლოში />


  16:23:40     04-06-2021

ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი კარმენის სამშობლოში

16228098311.jpg

ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძის კარმენის სპექტაკლები მისივე სამშობლოში - სევილიაში ტრიუმით მიმდინარეობს. 30 წლის შემდეგ სევილიის მაესტრანცას ოპერაში კარმენი სწორედ ქართველი მომღერლით დაბრუნდა.

მსოფლიოში კარმენის როლის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა შემსრულებელმა ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ის მოხვდა ესპანეთის ყველაზე ცნობილი საოპერო ჟურნალის “ოპერა აქტუალის” ყდაზე, ასევე, აღიარეს “კვირის არტისტად”.

კარმენის ეს თანამედროვე დადგმა ეკუთვნის ესპანელ რეჟისორს კალიქსტობიეიტოს, რომელიც წარმატებით იდგმება მსოფლიოს წამყვან სცენებზე. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს დირიჟორობდა ესტონელი ქალი დირიჟორი, ანუ ტალი.

ქეთევან ქემოკლიძის კარმენი სევილიურმა პუბლიკამ განსაკუთრებული აპლოდისმენტებით,ფლამენკოს რიტმში დააჯილდოვა (laspalmasdebulerías), რაც ფარდის დახურვისასაც არ შეწყვეტილა.

      


ავტორი: R