23:34:20     03-06-2021
მასობრივი ინტოქსიკაცია სამეგრელოში - 8 ახალგაზრდა კლინიკაში შეიყვანეს
მასობრივი ინტოქსიკაცია სამეგრელოში - ზუგდიდის "ევექსის" კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ 8 ახალგაზრდა მოწამვლის ნიშნებით შეიყვანეს. 2 მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ისიცი რეანიმაციაში არიან მოთავსებული.
ექიმები ჯერჯერობით ვარაუდობენ, რომ ინტოქსიკაცია ნარკოტიკულმა საშუალებამ გამოიწვია, თუმცა კონკრეტულად რომელმა, ამაზე ვერ საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, 19-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები თანამშრომლები არიან და ავეჯის მაღაზიაში მუშაობენ.