სპეცოპერაცია საყულიას სასაფლაოზე სპეცოპერაცია საყულიას სასაფლაოზე />


  10:20:29     02-06-2021

სპეცოპერაცია საყულიას სასაფლაოზე

1622614946specoperacia.jpg

რიონის ხეობის მცველს, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ბრალს დღეს წარუდგენენ. ამის შემდეგ კი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

ირაკლი მუკბანიანს პოლიცია 29 მაისს, გუმმათთან აქციაზე, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას ედავება.  მუკბანიანის დასაკავებლად შსს-მ წყალტუბოში, სოფელ  საყულიას სასაფლაოზე  სპეცოპერაცია ჩაატარა.

სამართალდამცველები საყულიას სასაფლაოზე რიონის ხეობის მცველის დასაკავებლად იმ დროს ავიდნენ, როდესაც მუკბანიანი თანასოფლელებთან ერთად მეზობლის საფლავზე იმყოფებოდა. პოლიციამ ცეცხლი გახსნა. დაიჭრა 2 ადამიანი.

სპეცოპერაციის შემდეგ  საგანგები განცხადება  გაავრცელა შსს-მ. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ადგილობრივებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და მათთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდნენ, რის შემდეგაც დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ გაფრთხილების მიზნით გაისროლა.

მუკბანიანის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებისას მან დაზიანებები მიიღო.


ავტორი: პრესა.ჯი