ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - ვლადიმერ პუტინი


  09:15:30     02-06-2021

ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - ვლადიმერ პუტინი

1622611033unnamed (3).jpg

 ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა მოსკოვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 ”ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობები რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებს შორისაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრემიერ მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი და სხვა მაღალჩინოსნები.


ავტორი: პრესა.ჯი